საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეიფელის ბრწყინვალების სამაგისტრო და სადოქტრო სტიპენდია 2021 წლისათვის

გამოცხადდა განაცხადების მიღება ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიაზე- 2021 !

 

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით. (მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას)*.
 
ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტრო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
 

მაგისტრატურის საფეხურისათვის:

  • სამართალი
  • ეკონომიკა და მართვა
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • საინჟინრო მეცნიერებები

 

დოქტორანტურის საფეხურისათვის:

  • საინჟინრო მეცნიერებები 
  • ზუსტი მეცნიერებები 
  • მათემატიკა
  • ფიზიკა 
  • ნანო და ბიოტოქნოლოგიები 
  • დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები 
  • ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები 
  • ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები
     

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე

აგრეთვე იხილეთ დანართი 1, დანართი 2 და ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

 

* შენიშვნა: ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ  ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად!

თარიღი: 21/10/2020